orsuloba

ორსულობა - ხილული სასწაული


შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს...
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს...
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი -
გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი...



ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ,
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ...
მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა -
შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა"...



ჩემი პერანგიც აღარ გეტევა,
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას...
ერთი კვირაც და... ივლისის ბოლოს -
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს...

Комментариев нет:

Отправить комментарий